ჩვენშესახებ
ჩვენი კომპანია დაარსდა 5 წლის უკან და მას წინ უძღვოდა გამოცდილი, პროფესიონალი IT სპეციალისტების ჯგუფის სურვილი შეექმნათ მაღალკვალიფიციური კომპანია, რომელიც დაეხმარებოდა მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს სწრაფად და კვალიფიციურად გადაეჭრათ მათ წინაშე არსებული გამწვეები.
კომპანიაში მუშაობენ ისეთი ვენდორების სერთიფიცირებული სპეციალისტები როგორებიცაა Cisco, Sophos, Huawei, Xorcom, Asterisk, Microsoft, HP, Dell,Lenovo.
გუნდს გააჩნია სხვადასხვა IT ინფრასტრუქტურასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი დაგეხმარებით უზრუნველყოთ თქვენი ორაგნიზაცისის გამართული და შეუფერხებელი მუშაობა.


IT Managers
მენეჯერები
კომპიუტერული და ინფორმაციული სისტემების მენეჯერი, ან უბრალოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, წარმოადგენს ერთგვარ "გამცილებელს", რომელიც ორგანიზაციას ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების მუდმივად ცვალებად გარემოში მოახდინოს ორიენტირება. ის სახავს ორგანიზაციისათვის საჭირო ტექნოლოგიების მოთხოვნებისა და მიზნების გრძელ და მოკლე ვადიან კონცეფციებს
System Administrators
სისტემური ადმინისტრატორები
სისტემური ადმინისტრატორი, ან იგივე სისადმინი ეს არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მრავალმომხმარებლიანი კომპიუტერების, მაგალითად სერვერების შემცველობაზე, კონფიგურაციასა და გამართულად მუშაობაზე. სისადმინი უზრუნველყოფს ე.წ. Downtime მინიმუმამდე შემცირებას, კომპიუტერულ უსაფრთხოებასა და პროდუქტიულობის გაზრდას
Network Administrators
ქსელის ადმინისტრატორები
ქსელის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია ორგანიზაციის კომპიუტერული ქსელის აქტუალური მუშაობის უზრუნველყოფაზე. ის ასევე პასუხისმგებელია ქსელის მარშრუტიზაციაზე და უსაფრთხოებაზე
Troubleshooters
თრაბლშუთერები
იგივე IT ტექნიკოსი, პირი, რომელის დახმარებაც მომხმარებლების გარდა, ესაჭიროება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალისტსაც. მისი მთავარი მოვალეობაა კომპიუტერული და პერიფერიული პარკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. მის მოვალეობაში ასევე შედის ახალი ტექნიკის აწყობა და გამართვა, პროგრამული უზრუნველყოფის და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და განახლება.