IT კონსულტაცია
აუცილებელია იცოდეთ, რომ კომპანიას, რომელსაც ჰყავს მინიმუმ
5 კომპიუტერიზებული თანამშრომელი, სჭირდება IT სპეციალისტის მომსახურება...

დღეს ...

დიახ, დღეს შესაძლოა ყველაფერი რიგზეა და თანამშრომლები უმკლავდებიან IT სირთულეებსა და პრობლემებს, მაგრამ ყოველთვის დგება ის დღე და მომენტი, როდესაც IT სპეციალისტის გარეშე თქვენი ბიზნეს პროცესი უბრალოდ ჩერდება...

მაგალითისათვის ავიღოთ ელექტრონული ფოსტა - ელექტრონული ფოსტა ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც დღეს შეუძლებელია ბიზნეს პროცესის მართვა. ხშირად ეს ინსტრუმენტი პირდაპირ არის მიბმული კომპანიის საქმიანობაზე.

ყველა კომპანიისთვის, რომელიც აქტიურად იყენებს ელექტრონულ ფოსტას, ადრე თუ გვიან დგება ის დღე, როდესაც თქვენი მისამართი აღმოჩნდება ე.წ. შავ სიაში. ამისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა შესაძლებელია სწრაფი რეაგირების მოხდენა და მომავალში პრევენციული ღონისძიებების გატარება.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ კომპანიას, რომელსაც ჰყავს მინიმუმ 5 კომპიუტერიზებული თანამშრომელი, სჭირდება IT სპეციალისტის მომსახურება...

ჩვენი გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას, თუ რა სახის IT მომსახურება გესაჭიროებათ მიმდინარე პერიოდში.

რა არის საჭირო ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მიბმული ბიზნეს პროცესის უწყვეტობისათვის.

ასევე გაგიწევთ კონსულტაციას IT პრობლემებზე რეაგირებისა და მათ პრევენციაზე.